ახალი ამბები
გორის სოფლების სამ სკოლაში მოსწავლეების მშობლებმა უარი თქვეს დისტანციურ სწავლებაზე
გორის მუნიციპალიტეტის სოფლების 5 საჯარო სკოლაში სწავლების პროცესი პირისპირ მიმდინარეობს. მშობლების მოთხოვნით, 3 სკოლაში უარი თქვეს დისტანციურ სწალებაზე, ხოლო ორ სკოლაში, ინტერნეტის არქონის გამო, ამჯობინეს სკოლაში სიარული.

ამის შესახებ გორის რესურსცენტრის უფროსმა, ნანა ტერმაკოზაშვილმა ,,ქართლის სტუდიაში" ისაუბრა. მისი თქმით, ამ ეტაპზე, სწავლას ჩვეულ რეჟიმში აგრძელებენ: ტირძნისში, დიცში, ბოშურში, ბნავისსა და ყელქცეულში.

მუნიციპალიტეტში სულ 67 სკოლაა, აქედან ქალაქ გორში - 12; ხოლო სოფლებში - 55.

საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, ყველა დიდ ქალაქში, მათ შორის, ქალაქ გორში, სასწავლო დაწესებულებები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდნენ, ეს პროცესი ქალაქ გორის სკოლებს ავტომატურად შეეხოთ.

რაც შეეხება სოფლების სკოლებს, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, 55 სკოლიდან დისტანციურ რეჟიმზე 27 სკოლა გადავიდა, როგორც ირკვევა, მუნიციპალიტეტის 19 სკოლაში, რამდენიმე პედაგოგს დაუდასტურდა კორონავირუსი, ნაწილი კი თვითიზოლაციაში გადავიდა.

რაც შეეხება იმ სკოლებს, სადაც სწავლების პროცესი პირისპირ მიმდინარეობს და პედაგოგებს სხვა სოფლებიდან ან ქალაქიდან უწევთ მგზავრობა, ასეთი 300-ზე მეტი მასწავლებელია:

,,300-ზე მეტი მასწავლებელი აღმოჩნდა ტრანსპორტდამოკიდებული, რომელთა გადაადგილება შეიზღუდა, შესაბამიდად, მოგვიხდა ახალი სიტუაციის მიხედვით, გადაწყობა. სკოლებმა მიიღეს რეკომენდაცია, რომ რამდენიმე ვარიანტი განიხილონ. შეუძლიათ იქირაონ ტრანსპორტი, მაგალითად, 3-4 მასწავლებელი, ამისთვის სკოლამ გადაიხადოს თანხა. იმ შემთხვევაში, თუი ბიუჯეტში არა აქვს თანხა, სამინისტრო ჩაურიცხავს.მეორე ვარინტია დისტანციური სწავლის ჰიბრიდული მომენტი. მესამე ვარიანტი, დისტანციური რეჟიმის სრულად ელექტრონლ რეჟმზე გადასვლა," - აცხადებს ნანა ტერმაკოზაშვილი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები