ახალი ამბები
გორში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლის რეგიონში მცხოვრები პირის გარდაცვალება - 2 ადამიანი.

ერთი მათგანი, 80 წელს გადაცილებული კაცი ქალაქ გორში, ხოლო მეორე, ასევე 80 წელს გადაცილებული ქალი გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა.

რაც შეეხება ინფიცირებულთა ახალ რაოდენობას, შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში 127 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. სულ გაგზავნილი იყო 267 სინჯი.

გამოჯანმრთელდა - 123 ადამიანი. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 109 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში 3159-ია, მათ შორის - 1126 პაციენტი მკურნალობს სახლში.

თვითიზოლაციაში 2237 პირი იმყოფება.

წყარო: შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაცია.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები