საქართველოში კორონავირუსით 39 პაციენტი გარდაიცვალა. ამის შესახებ
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის
უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში
გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
საქართველოში კორონავირუსით გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა 1 342-ს
შეადგენს.
დღეს კორონავირუსით ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
გამოჯანმრთელდა 4 061 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 143 376 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 121 621 გამოჯანმრთელდა.
სტატიის გამოყენების პირობები