ახალი ამბები
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან შიდა ქართლში 281 გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 1 705 თბილისში, 402 აჭარაში, 624 კი იმერეთში, შიდა ქართლში 286 გამოვლინდა, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე საქართველოში კორონავირუსის 20 387 აქტიური შემთხვევაა.

„დღეს გამოვლენილი ინფიცირების 4 033 ახალი შემთხვევიდან, დედაქალაქისა და რეგიონების მიხედვით მაჩვენებლები გამოიყურება შემდეგი სახით: თბილისში გამოვლენილია 1 705 შემთხვევა, აჭარაში-402, იმერეთში-624, ქვემო ქართლში-286, შიდა ქართლში-281, გურიაში-84, სამეგრელო-ზემო სვანეთში-273, კახეთში-239, მცხეთა-მთიანეთში-62, სამცხე-ჯავახეთში-68, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში-9. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 20 387. „მათ შორის, 6 397 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-2 806, აჭარაში-999, იმერეთში-1 241.

ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 058 პირი, მათ შორის, თბილისში-507, აჭარაში -154, იმერეთში-223. მათ შორის ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 466 პირი, მათგან თბილისში-215, აჭარაში-119, იმერეთში-47. 3 798 ადამიანი მოთავსებულია კოვიდ-სასტუმროში, მათ შორის 1 272- თბილისში, 1 973-აჭარაში, 291-იმერეთში. 10 192 პირი ვირუსის მკურნალობს კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 1 980 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-465, აჭარაში-1 004, ხოლო იმერეთში-31. სულ 6 ოქტომბრიდან – 1-ლი დეკემბრის ნოემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-19 641 პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 51 765 ადამიანი, მათ შორის თბილისში-19 203 პირი, აჭარაში-11 505, იმერეთში-4 996“, – განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები