ახალი ამბები
ქარელსა და ხაშურში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა
24 საათის განმავლობაში შიდა ქართლში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ ინფორმაცია სამხარეო ადმინისტრაციიდან გვაცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, გარდაცვლილთაგან ერთი 80 წლამდე მამაკაცი (ხაშურში), მეორე ასევე 80 წელს გადაცილებული მამაკაცი ქარელის მუნიციპალიტეტში ცხოვრობდა.

შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში გამოვლენილი ინფიცირებულთა რაოდენობამ 281-ს მიაღწია. სულ გაგზავნილი იყო 467 სინჯი. გამოჯანმრთელდა - 124 ადამიანი.

თვითიზოლაცია კი მოეხსნა 179 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 3316, მათ შორის - 1085 პაციენტი მკურნალობს სახლში. თვითიზოლაციაშია 2141 პირი.


Print

სტატიის გამოყენების პირობები