საქართველოში კორონავირუსის 4 260 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, – ამის
შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო
შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ მთავრობის
ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 947 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო
დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 45 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 147 636 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 124 568 გამოჯანმრთელდა, 1 387 კი
გარდაიცვალა.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 1 974 ადამიანი, თვითიზოლაციაშია
50 544 პირი.
6 561 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, 3 867 პირი მოთავსებულია
კოვიდსასტუმროში, 11 227 კი მკურნალობის კურსს ბინაზე გადის.
საქართველოში გუშინ კორონავირუსის 4 033 ახალი შემთხვევა გამოვლინდა,
გამოჯანმრთელდა 4 061 პაციენტი.
სტატიის გამოყენების პირობები