ახალი ამბები
აშშ-ის მთავრობამ დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 26 000 PCR ტესტი გადასცა
აშშ-ის მთავრობამ USAID-ის მეშვეობით საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრს 26 000 PCR ტესტი გადასცა.

ამის შესახებ ინფორმაციას აშშ-ს საელჩოს ადმინისტრაცია ავრცელებს. განცხადების მიხედვით, საჩუქარი განკუთვნილია COVID-19 პანდემიის მართვაში საქართველოს მედიცინის მუშაკების დასახმარებლად,

ტესტები საავადმყოფოებში, კლინიკებსა და ლაბორატორიებში ქვეყნის მასშტაბით გადანაწილდება.
Print

სტატიის გამოყენების პირობები