ახალი ამბები
კორონავირუსით გორში ქალი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათში შიდა ქართლში კორონავირუსით 1 ადამიანი გარდაიცვალა. ამის შესახებ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან გვაცნობეს.

პრეს-სამსახურის წარმომადგენლის ცნობით, გარდაცვილია 70 წელს გადაცილებული ქალბატონი, რომელიც გორში ცხოვრობდა.

სულ რეგიონში გამოვლენილია ინფიცირების ახალი, 222 შემთხვევა. გაგზავნილი იყო 521 ნიმუში.

გამოჯანმრთელდა - 98 ადამიანი. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 151 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 3708, მათ შორის - 1001 პაციენტი მკურნალობს სახლში.

თვითიზოლაციაშია 2289 პირი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები