ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსისგან კიდევ 12 ადამიანი გამოჯანმრთელდა
შიდა ქართლში, 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა - 12 ადამიანი. გამოვლენილი ინფიცირებულთა რაოდენობაა 253. სულ გაგზავნილი იყო 480 სინჯი.

რაც შეეხება გარდაცვლილებს, 2 ადამიანი გარდაიცვალა, ერთი 70 წლამდე ასაკის ქალი ქალაქ გორიდან, ხოლო მეორე, ასევე ამ ასაკის მამაკაცი გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლიდან.

რეგიონის მასშტაბით, ინფიცირებულთა რაოდენობა - 4442, მათ შორის - 1364 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში.

თვითიზოლაციაშია 2454 პირი.  თვითიზოლაცია კი მოეხსნა 83 პირს.



Print

სტატიის გამოყენების პირობები