ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსისგან კიდევ 158 პაციენტი გამოჯანმრთელდა
108 ახალი შემთხვევის ფონზე, ბოლო 24 საათში, შიდა ქართლში, კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა - 150 ადამიანი.

ამის შესახებ შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან გვაცნობეს. პრეს-სამსახურის ცნობითვე, არ დაფიქსირებულა გარდაცვალების შემთხვევებიც.

თვითიზოლაცია კი მოეხსნა 142 პირს. სულ გაგზავნილი იყო 208 სინჯი.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 4400, მათ შორის - 1423 პაციენტი სახლში მკურნალობს.

თვითიზოლაციაშია 2576 პირი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები