საქართველოში კორონავირუსის 3 837 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა
ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 105 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო
დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 44 პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 194 900 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 164 786 გამოჯანმრთელდა, 1 883 კი
გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 969 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ – 6 710, ხოლო კოვიდსასტუმროში – 2 734.
ამასთან, 14 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 1 337
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 498 პაციენტი.
სტატიის გამოყენების პირობები