ახალი ამბები
გორის მუნიციპალიტეტში კორონავირუსით 2 ქალი გარდაიცვალა
ბოლო 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლში კორონავირუსით 2 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაცვლილები არიან გორის მუნიცირალიტეტში მცხოვრები 80 წლამდე ასაკის ქალბატონი, რომელსაც მწვავე პნევმონია აღენიშნებოდა, ხოლო მეორე გარდაცვლილა - 80 წელს გადაცილებული ქალბატონია, მას გულის უკმარისობა და არტერიული ჰიპერტენზია აღენიშნებოდა..

შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში 699 სინჯიდან გამოვლინდა ახალი 262 შემთხვევა. გამოჯანმრთელდა - 201 ადამიანი.

თვითიზოლაცია კი მოეხსნა 253 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში - 5175, მათ შორის - 1561 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. ვითიზოლაციაშია 2729 პირი.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები