ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსისგან 201 ადამიანი გამოჯანმრთელდა
16 დეკემბრის მონაცემებით, ბოლო 24 საათის განმავლობაში შიდა ქართლში კორონავირუსისგან გამოჯანმრთელდა - 201 ადამიანი.

ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან მოგვაწოდეს. პრეს-სამსახურის ცნობით, ბოლო 24 საათში გარდაცვალების არც ერთი შემთხვევაა.

რაც შეეხება დადასტურებულ შემთხვევაში, შიდა ქართლში, ბოლო 24 საათში, დადასტურდა კორონავირუსის ახალი, 283 შემთხვევა. სულ აღებული და გაგზავნილი იყო 578 სინჯი.

ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან მოგვაწოდეს. თვითიზოლაცია მოეხსნა 82 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა ჯამში - 5257-ს შეადგენს, მათ შორის - 1643 პაციენტი მკურნალობს სახლში. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 3 487 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 1 477 შემთხვევა, აჭარა – 280, იმერეთი – 533, ქვემო ქართლი – 254,  გურია – 66, სამეგრელო – ზემო სვანეთი – 269, კახეთი – 153, მცხეთა-მთიანეთი – 85, სამცხე-ჯავახეთი – 76, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 11.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 29 158, საიდანაც, 6 721 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები