ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსისგან 153 პაციენტი გამოჯანმრთელდა
შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში 153 პაციენტი გამოჯანმრთელდა. ასევე, არ დაფიქსირებულა გარდაცვალების შემთხვევა.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან მოგვაწოდეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გაგზავნილი 394 სინჯიდან კორონავირუსი მხოლოდ 160 ადამიანს დაუდასტურდა. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 114 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 5264, მათ შორის - 1664 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. 

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 981 ახალი შემთხვევიდან, თბილისში გამოვლენილია 1 282 შემთხვევა, აჭარა-228, იმერეთი-489, ქვემო ქართლი-229, გურია-64, სამეგრელო-ზემო სვანეთი-227, კახეთი-145, მცხეთა-მთიანეთი-87, სამცხე-ჯავახეთი-55, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-15. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 30 107, საიდანაც, 6 758 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები