ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსისგან 101 პაციენტი გამოჯანმრთელდა
შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 101 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 90 წლამდე ასაკის მამაკაცი, რომელიც ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ბრეთში ცხოვრობდა.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან მოგვაწოდეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გაგზავნილი 459 სინჯიდან კორონავირუსი მხოლოდ 169 ადამიანს დაუდასტურდა. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 38 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 5332, მათ შორის - 1732 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები