ახალი ამბები
19 დეკემბერი: შიდა ქართლში კორონავირუსის 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 904 ახალი შემთხვევიდან, შიდა ქართლში 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, თბილისში გამოვლენილია 1 252 შემთხვევა, აჭარა - 197, იმერეთი - 495, ქვემო ქართლი - 236, , გურია - 51, სამეგრელო და ზემო სვანეთი - 217, კახეთი - 152, მცხეთა-მთიანეთი - 80, სამცხე-ჯავახეთი - 43, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 23.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 28 984, საიდანაც, 6 553 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 844, აჭარაში - 769, იმერეთში - 1 309. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 136 პირი, მათ შორის, თბილისში - 527, აჭარაში - 133, იმერეთში - 264.

მძიმე პაციენტებიდან ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 417 პირი, მათგან თბილისში - 212, აჭარაში - 37, იმერეთში - 56. 1 971 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 721 - თბილისში, 902 - აჭარაში, 127 - იმერეთში. 20 460 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 465 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 202, აჭარაში - 144, ხოლო იმერეთში - 7.

სულ 6 ოქტომბრიდან - 18 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 20 645 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 45 341 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 19 412 პირი, აჭარაში - 6 554, იმერეთში - 6 201“, - განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები