ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსით 45-წლის მამაკაცი გარდაიცვალა
შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 190 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 45 წლამდე ასაკის მამაკაცი.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან მოგვაწოდეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გაგზავნილი 327 სინჯიდან კორონავირუსი მხოლოდ 133 ადამიანს დაუდასტურდა. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 121 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 5265, მათ შორის - 1665 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში იმყოფება 2281.

საქართველოში კი კორონავირუსის 1 731 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 4 599 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 39 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 208 638 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 180 441 გამოჯანმრთელდა, 2 094 კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 481 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –6 654 ხოლო კოვიდსასტუმროში – 1 913.

ამასთან, 19 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 904 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 4 316 პაციენტი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები