ახალი ამბები
გორში კორონავირუსით 2 ქალი გარდაიცვალა - რეგიონში გამოჯანმრთელდა 106 პაციენტი
შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 106 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გარდაიცვალა 2 ქალი - გორში მცხოვრები 70 წელს გადაცილებული ქალბატონები.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან მოგვაწოდეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გაგზავნილი 270 სინჯიდან კორონავირუსი მხოლოდ 78 ადამიანს დაუდასტურდა. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 180 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 5238, მათ შორის - 1637 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში იმყოფება 2102

საქართველოში კი ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსის ინფიცირების 824 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 209 462-ს.

ქვეყანაში ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 4 227 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 184 668-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით 46 ადამიანი გარდაიცვალა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 140 პირი ემსხვერპლა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები