ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსისგან 126 პაციენტი გამოჯანმრთელდა
შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 126 პაციენტი გამოჯანმრთელდა. არ დაფიქსირებულა გარდაცვალების შემთხვევა.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან მოგვაწოდეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გაგზავნილი 510 სინჯიდან კორონავირუსი 244 ადამიანს დაუდასტურდა. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 93 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 5356, მათ შორის - 1755 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში იმყოფება 2076 ადამიანი.

დღეს, 22 დეკემბერს, საქართველოში კორონავირუსის 3 064 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 3 740 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 42 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 212 526 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 188 408 გამოჯანმრთელდა, 2 182 კი, გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმშია 470, სტაციონარში მეთვალყურეობას 6 358 ადამიანი გადის, კოვიდსასტუმროში კი იმყოფება 1671 პირი.

უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები