ახალი ამბები
23 დეკემბერი: საქართველოში კორონავირუსის 2345 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გარდაიცვალა 51 პაციენტი
საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა კორონავირუსით ინფიცირების 2 345 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ასევე, ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 3 560 პირი.

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 51 პაციენტი გარდაიცვალა.

ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს. ამავე ინფორმაციით, სულ კორონავირუსით 2 233 პირი გარდაიცვალა. ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 191 968-მდე.

"სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 51 ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 233 პირი ემსხვერპლა",-აცხადებენ მთავრობის ადმინისტრაციაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები