ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსისგან კიდევ 196 პაციენტი გამოჯანმრთელდა
შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 196 პაციენტი გამოჯანმრთელდა. არ დაფიქსირებულა გარდაცვალების შემთხვევა.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან მოგვაწოდეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გაგზავნილი 310 სინჯიდან კორონავირუსი 145 ადამიანს დაუდასტურდა. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 60 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 5324, მათ შორის - 1721 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში იმყოფება 1930ადამიანი.

დღეს, საქართველოში კორონავირუსის 1 972 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 737 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 43 პაციენტი.

საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 216 843 შემთხვევაა გამოვლენილი, მათგან 194 705 გამოჯანმრთელდა, 2 276 კი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათში ჩატარდა 13 699 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის სწრაფი ტესტით – 7 146, PCR ტესტით – 6 553.

კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 405 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ –6 149, ხოლო კოვიდსასტუმროში – 1 588.

ამასთან, 23 დეკემბრის მონაცემებით, საქართველოში კორონავირუსის 2 345 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 3 560 პაციენტი.

Print

სტატიის გამოყენების პირობები