ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსისგან 124 ადამიანი გამოჯანმრთელდა
შიდა ქართლის რეგიონში ბოლო 24 საათის განმავლობაში გამოვლენდა კორონავირუსით ინფიცირების 16 ახალი შემთხვევა. სულ აღებული და გაგზავნილი იყო 96 სინჯი.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან მოგვაწოდეს.

მათივე ცნობით, 24 საათის განმავლობაში გამოჯანმრთელდა - 124 ადამიანი, თვითიზოლაცია კი მოეხსნა 113 პირს.

ამ ეტაპზე, რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა შეადგენს 5250, მათ შორის - 1647 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში, თვითიზოლაციაში კი 1733 პირი იმყოფება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები