ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 130 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 31 დეკემბერი
ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ამ პერიოდში ჩატარდა 13 030 კვლევა ტესტით, მათ შორის 6 323 კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 707 PCR ტესტით.

ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 1 527 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 227 420-ს.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 282 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 211 727-მდე.

გარდაიცვალა კიდევ 24 პაციენტი. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 505 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 527 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 710 შემთხვევა, აჭარა - 78, იმერეთი - 239, ქვემო ქართლი - 63, შიდა ქართლი - 130, გურია - 24, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 108, კახეთი - 105, მცხეთა-მთიანეთი - 47, სამცხე-ჯავახეთი - 14, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 9.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 13 162, საიდანაც, 5 104 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 2 315, აჭარაში - 451, იმერეთში - 1 007. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 1 004 პირი, მათ შორის, თბილისში - 466, აჭარაში - 98, იმერეთში - 246. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 332 პირი, მათგან თბილისში - 200, აჭარაში - 28, იმერეთში - 49. 1 167 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 443 - თბილისში, 512 - აჭარაში, 85 - იმერეთში. 6 891 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 431 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 173, აჭარაში - 71, ხოლო იმერეთში - 68.

სულ 6 ოქტომბრიდან - 30 დეკემბრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 132 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 32 221 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 18 813 პირი, აჭარაში - 2 728, იმერეთში - 3 644",-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
Print

სტატიის გამოყენების პირობები