საქართველოში კორონავირუსის 417 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაციას მთავრობის პრესსამსახური ავრცელებს.
მათივე ცნობით, ქვეყანაში ბოლო 24 საათში 2 469 ადამიანი
გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 31
პაციენტი.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 229 169 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 220 442 გამოჯანმრთელდა, 2 603 კი
გარდაიცვალა.
ბოლო 24 საათში ჩატარდა 2 795 კვლევა ტესტით, მათ შორის ანტიგენის
სწრაფი ტესტით – 1 868, PCR ტესტით – 927.
კარანტინის რეჟიმში ამ დროისთვის 386 მოქალაქე იმყოფება, სტაციონარში
მეთვალყურეობის ქვეშ – 4 209, ხოლო კოვიდსასტუმროში – 840.
ამასთან, 2 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 342
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 2 981 პაციენტი გამოჯანმრთელდა.
სტატიის გამოყენების პირობები