ახალი ამბები
კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები დღეიდან კვლავ მოქმედებს
კორონავირუსთან დაკავშირებული შეზღუდვები დღეიდან კვლავ მოქმედებს.

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეიდან სავაჭრო ობიექტები მუშაობენ მხოლოდ დისტანციურ რეჟიმში. დისტანციურ რეჟიმში მუშაობა არ გავრცელდება სურსათის, ცხოველების საკვების, აფთიაქების, ვეტაფთიაქის, საყოფაცხოვრებო ქიმიისა და ჰიგიენის მაღაზიებზე, ასევე პრესის ჯიხურებზე.

საბჭოს გადაწყვეტილებით, ღია და დახურული ბაზრობები არ მუშაობენ.

ამასთან, 3-დან 15 იანვრის პერიოდში ქვეყნის მასშტაბით ცხადდება უქმე/დასვენების დღეები. არ მუშაობს საჯარო და კერძო დაწესებულება, გარდა ბანკებისა, სტრატეგიული მნიშვნელობის ობიექტებისა და სერვისებისა.

ამასთან, გადაადგილებაზე ახალი წლისთვის მოხსნილი შეზღუდვები, რომელიც 31 დეკემბრის ღამეს გამონაკლისის სახით მოიხსნა, კვლავ ძალაშია. ქვეყნის მასშტაბით, 21:00 საათიდან 05:00 საათამდე იზღუდება პირთა გადაადგილება, როგორც ქვეითად, ისე სატრანსპორტო საშუალებით, ასევე საჯარო სივრცეში ყოფნა.





Print

სტატიის გამოყენების პირობები