კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 20 შიდა ქართლში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 226 თბილისში, 64 აჭარაში, 87
იმერეთში, 20 კი შიდა ქართლში გამოვლინდა, – ამის შესახებ ინფორმაციას
საქართველოს პრემიერ-მინისტრის პრესსამსახური ავრცელებს.
„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 594 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 229 763-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 963 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა – 222 405-მდე. ბოლო 24 საათში
არის კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა. პანდემიის
გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 628 პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 594 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 226 შემთხვევა, აჭარა – 64, იმერეთი – 87,
ქვემო ქართლი – 24, შიდა ქართლი – 20, გურია – 32, სამეგრელო – ზემო
სვანეთი – 64, კახეთი – 44, მცხეთა-მთიანეთი – 20, სამცხე-ჯავახეთი –
8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 5“, – აღნიშნულია საქართველოს
პრემიერ-მინისტრის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
სტატიის გამოყენების პირობები