ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 316
ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 382 პირი. გარდაიცვალა
18 პაციენტი.
ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 511
კვლევა ტესტით, მათ შორის 9 300 კვლევა ანტიგენის ტესტით და 5 211 PCR
ტესტით.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 2 316 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 961 შემთხვევა, აჭარა - 125, იმერეთი - 420,
ქვემო ქართლი - 142, შიდა ქართლი - 154, გურია - 40, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 201, კახეთი - 185, მცხეთა-მთიანეთი - 57, სამცხე-ჯავახეთი
- 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 15.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 6 620,
საიდანაც, 4 012 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 944, აჭარაში - 365, იმერეთში - 763. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 888 პირი, მათ შორის, თბილისში - 383, აჭარაში
- 93, იმერეთში - 208. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 287
პირი, მათგან თბილისში - 171, აჭარაში - 22, იმერეთში - 36. 763
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 213 -
თბილისში, 457 - აჭარაში, 26 - იმერეთში. 1 845 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 377 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 144, აჭარაში - 46, ხოლო იმერეთში - 64.
სულ 6 ოქტომბრიდან - 4 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 208 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 689 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 15 021 პირი, აჭარაში - 1 970, იმერეთში - 2
473",-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 232 079-ს.
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 222 787-მდე.
პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 646 პირი ემსხვერპლა.
სტატიის გამოყენების პირობები