ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსისგან 153 პაციენტი გამოჯანმრთელდა
5 იანვრის მონაცემებით, შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 153 პაციენტი გამოჯანმრთელდა. არ დაფიქსირებულა გარდაცვალების შემთხვევა.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან მოგვაწოდეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გაგზავნილი 368 სინჯიდან კორონავირუსი 154 ადამიანს დაუდასტურდა. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 105 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 4807, მათ შორის - 1204 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში იმყოფება 1200 ადამიანი.

ქვეყნის მასშტაბით კი, ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 2 316 ახალი დადასტურებული შემთხვევა. გამოჯანმრთელდა 382 პირი. გარდაიცვალა 18 პაციენტი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები