კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 103 შიდა ქართლში გამოვლინდა
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 735 თბილისში, 331 იმერეთში, 128
ქვემო ქართლში, 103 კი შიდა ქართლში გამოვლინდა, -ამის შესახებ
უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის
უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში
გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. მან კორონავირუსთან დაკავშირებით, 6
იანვრის მდგომარეობით არსებულ უახლეს სტატისტიკურ მონაცემებზე
ისაუბრა.
მისივე ინფორმაციით, ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში
ქვეყნის მასშტაბით ჩატარდა 14 839 კვლევა ტესტით, მათ შორის 8 253
კვლევა ანტიგენის ტესტით და 6 586 „პისიარ“ ტესტით.
„ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 1 800 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში
„კოვიდ-19“-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 233 879-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 489 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 223 276-მდე.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 1 800 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 735 შემთხვევა, აჭარა-119, იმერეთი-331, ქვემო
ქართლი-128, შიდა ქართლი-103, გურია-43, სამეგრელო – ზემო
სვანეთი-151, კახეთი-116, მცხეთა-მთიანეთი-22, სამცხე-ჯავახეთი -35,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი-17. ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე
აქტიური შემთხვევა არის 7 911, საიდანაც, 3 901 ადამიანი მკურნალობს
საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში-1 921,
აჭარაში-359, იმერეთში-731. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 863 პირი, მათ
შორის, თბილისში-364, აჭარაში-92, იმერეთში-213. ხელოვნური სუნთქვის
აპარატზე იმყოფება 279 პირი, მათგან თბილისში-171, აჭარაში-18,
იმერეთში-34. 765 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ
შორის 211-თბილისში, 455-აჭარაში, 26-იმერეთში. 3 245 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე. საკარანტინე სივრცეებში
მოთავსებულია 484 ადამიანი, მათ შორის, თბილისში-154, აჭარაში-45,
ხოლო იმერეთში-64. სულ 6 ოქტომბრიდან – 5 იანვრის პერიოდში,
სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია-21 235
პირი. ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 24 279 ადამიანი, მათ
შორის თბილისში-14 703 პირი, აჭარაში-1 958, იმერეთში-2
497”,-განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
სტატიის გამოყენების პირობები