8 იანვრის მონაცემებით, შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში
კორონავირუსისგან 31 პაციენტი გამოჯანმრთელდა. არ დაფიქსირებულა
გარდაცვალების შემთხვევა.
ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან
მოგვაწოდეს.
პრეს-სამსახურის ცნობით, გაგზავნილი 113 სინჯიდან კორონავირუსი 47
ადამიანს დაუდასტურდა. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 34 პირს.
რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 4795, მათ შორის - 1146 პაციენტი
მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში იმყოფება 1056
ადამიანი.
ქვეყნის მასშტაბით კი, კორონავირუსის 537 ახალი შემთხვევა გამოვლინდა.
494 ადამიანი გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით
გარდაიცვალა 34 პაციენტი.
სტატიის გამოყენების პირობები