ახალი ამბები
გორსა და ხაშურში კორონავირუსისგან 2 ადამიანი გარდაიცვალა
9 იანვრის მონაცემებით, შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 75 პაციენტი გამოჯანმრთელდა. 2 ადამიანი გარდაიცვალა.

გარდაიცვალა ხაშურის მუნიციპალიტეტში მცხოვრები 59 წელს მამაკაცი, თანხლები დაავადება: თირკმლის უკმარისობა (იმყოფებოდა დიალეზზე). ხოლო გორში მცხოვრები 70-წლამდე მამაკაცი, ექიმი.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან მოგვაწოდეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გაგზავნილი 362 სინჯიდან კორონავირუსი 165 ადამიანს დაუდასტურდა. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 79 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 4884, მათ შორის - 1235 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში იმყოფება 1032 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები