საქართველოში კორონავირუსის 1 143 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის
შესახებ ინფორმაცია მთავრობის სპეციალურ ვებგვერდ stopcov.ge-ზე ცოტა
ხნის წინ განახლდა.
ქვეყანაში ბოლო 24 საათში კორონავირუსისგან 617 ადამიანი
გამოჯანმრთელდა. ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსით გარდაიცვალა 23
პაციენტი.
ბოლო 24 საათში ქვეყანაში ჩატარდა 11 155 ტესტი, მათ შორის ანტიგენის
სწრაფი ტესტით – 6 758, „პისიარ“ ტესტით – 4 397.
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების სულ 239 229 შემთხვევაა
გამოვლენილი, მათგან 225 335 გამოჯანმრთელდა, 2 773კი,
გარდაიცვალა.
კარანტინის რეჟიმშია 452 პირი, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ – 3
894, კლინიკურ სასტუმროში – 746.
ამასთან, 9 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში კორონავირუსის 2 058
ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 529 პაციენტი.
სტატიის გამოყენების პირობები