ახალი ამბები
კორონავირუსის ახალი შემთხვევებიდან 65 შიდა ქართლში გამოვლინდა
საქართველოში გამოვლენილი ინფიცირების 1 143 ახალი შემთხვევიდან 488 თბილისში, 88 აჭარაში, 143 იმერეთში, შიდა ქართლში კი 64 დაფიქსირდა.

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურმა გაავრცელა.

დანარჩენი შემთხვევები სხვა რეგიონებზე ნაწილდება.

„თბილისში გამოვლენილია 488 შემთხვევა, აჭარა – 88, იმერეთი – 143, ქვემო ქართლი – 73, შიდა ქართლი – 64, გურია – 23, სამეგრელო-ზემო სვანეთი – 138, კახეთი – 58, მცხეთა-მთიანეთი – 51, სამცხე-ჯავახეთი – 16, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი – 1.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 11 095, საიდანაც: 3 894 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში – 1 864, აჭარაში – 371, იმერეთში – 730. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 837 პირი, მათ შორის, თბილისში – 376, აჭარაში – 72, იმერეთში – 198“, – ნათქვამია ინფორმაციაში“, – ნათქვამია ინფორმაციაში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები