ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 14 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 11 იანვარი
11 იანვრის მონაცემებით, რეგიონში კორონავირუსით ინფიცირებულთა რიცხვი 14-ით გაიზარდა.

ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების551 ახალი შემთხვევიდან: თბილისში დაფიქსირებულია 196 შემთხვევა, აჭარაში - 62, იმერეთში - 84, ქვემო ქართლში - 24, შიდა ქართლში - 14, გურიაში - 13, სამეგრელო - ზემო სვანეთში - 48, კახეთში - 41, მცხეთა-მთიანეთში - 41, სამცხე-ჯავახეთში - 23, რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში - 5.
Print

სტატიის გამოყენების პირობები