ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსისგან 72 პაციენტი გამოჯანმრთელდა - 11 იანვარი
11 იანვრის მონაცემებით, შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 72  პაციენტი გამოჯანმრთელდა. არ დაფიქსირებულა გარდაცვალების შემთხვევა.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან მოგვაწოდეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გაგზავნილი 76  სინჯიდან კორონავირუსი 14 ადამიანს დაუდასტურდა. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 59 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 4844, მათ შორის - 1155 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში იმყოფება 1156 ადამიანი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები