2021 წლის იანვრიდან სპეციალურ მასწავლებლებს მიენიჭათ უფროსი
მასწავლებლისა და წამყვანი მასწავლებლის სტატუსი და თვის ბოლოდან
ისინი მიიღებენ დანამატს სტატუსის მიხედვით.
დანამატის ოდენობა დამოკიდებულია სპეციალური მასწავლებლის სტატუსზე და
მოსწავლეთა რაოდენობაზე.
- ხელფასზე დანამატის ოდენობა
უფროსი სპეციალური მასწავლებლისათვის განისაზღვრება
შემდეგნაირად:
ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
შემთხვევაში - 370 ლარის ოდენობით;
ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
შემთხვევაში - 420 ლარის ოდენობით;
სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
შემთხვევაში - 470 ლარის ოდენობით;
ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
შემთხვევაში 520 ლარის ოდენობით;
ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
- შემთხვევაში 570 ლარის ოდენობით.
- ხელფასზე დანამატის ოდენობა წამყვანი
სპეციალური მასწავლებლისთვის განისაზღვრება შემდეგნაირად:
ერთი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
შემთხვევაში - 550 ლარის ოდენობით;
ორი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
შემთხვევაში - 650 ლარის ოდენობით;
სამი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
შემთხვევაში 750 ლარის ოდენობით;
ოთხი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
შემთხვევაში 850 ლარის ოდენობით;
ხუთი და მეტი სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლის
შემთხვევაში - 950 ლარის ოდენობით.
მასწავლებლების ხელფასების ზრდის პროცესი უწყვეტად მიმდინარეობს. 2021
წლის იანვრიდან ხელფასები გაიზარდა ყველა მასწავლებლისთვის (ზრდა -100
ლარი).
მაღალმთიან დასახლებებში მუდმივად მცხოვრები მასწავლებლებისთვის
გაიცემა დანამატი - საბაზო თანამდებობრივი სარგოს არანაკლებ 35%-ის
ოდენობით;
2012 წლიდან დღემდე, მასწავლებელთა საშუალო ხელფასი გაიზარდა 236%-ით.
სტატიის გამოყენების პირობები