ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსისგან 33 პაციენტი გამოჯანმრთელდა - 17 იანვარი
17 იანვრის მონაცემებით, შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის განმავლობაში კორონავირუსისგან 85 პაციენტი გამოჯანმრთელდა.

ამის შესახებ ინფორმაცია შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციიდან მოგვაწოდეს.

პრეს-სამსახურის ცნობით, გაგზავნილი 229 სინჯიდან კორონავირუსი 73 ადამიანს დაუდასტურდა. თვითიზოლაცია კი მოეხსნა 26 პირს.

რეგიონში ინფიცირებულთა რაოდენობა - 5110 , მათ შორის - 1421 პაციენტი მკურნალობას გადის სახლში. თვითიზოლაციაში იმყოფება 1480 ადამიანი.

საქართველოში ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 780 ახალი დადასტურებული შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 1 608 პირი, კორონავირუსით გარდაცვალების 17 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები