18 იანვრის მონაცემებით, შიდა ქართლის რეგიონში 24 საათის
განმავლობაში, კორონავირუსის არც ერთი ახალი შემთხვევა დადასტურდა.
აღებულ იქნა 61 სინჯი.
გამოჯანმრთელდა - 116 ადამიანი. არ დაფიქსირებულა გარდაცვალების
შემთხვევა.
შიდა ქართლის საკოორდინაციო შტაბის პრეს-სამსახურის ცნობით,
თვითიზოლაცია მოეხსნა 125 პირს.
რეგიონში მცხოვრები და რეგისტრირებული ინფიცირებულ მოქალაქეთა
რაოდენობა - 4994-ია, მათ შორის - 1305 პაციენტი მკურნალობას გადის
სახლში. თვითიზოლაციაში იმყოფება 1355 ადამიანი.
რაც შეეხება ქვეყნის მასშტაბს, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 4 964 კვლევა ტესტით, მათ შორის 2 930 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 2 034 Pჩღ ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 110 ახალი დადასტურებული შემთხვევა, ხოლო ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 247 915-ს.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 1 643 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 234 636-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 25 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 2 958 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 110 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 72 შემთხვევა, აჭარა - 13, იმერეთი - 5, ქვემო
ქართლი - 4, შიდა ქართლი - 0, გურია - 5, სამეგრელო და ზემო სვანეთი -
4, კახეთი - 5, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი - 2,
რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 0.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 10 295,
საიდანაც: 3 670 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 784, აჭარაში - 281, იმერეთში - 704. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 795 პირი, მათ შორის, თბილისში - 379, აჭარაში
- 61, იმერეთში - 192. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 234
პირი, მათგან თბილისში - 158, აჭარაში - 5, იმერეთში - 29. 634
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 258 -
თბილისში, 296 - აჭარაში, 37 - იმერეთში. 5 991 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 460 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 235, აჭარაში - 76, ხოლო იმერეთში - 9.
სულ 6 ოქტომბრიდან - 17 იანვრის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 21 360 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 22 714 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 12 842 პირი, აჭარაში - 1 871, იმერეთში - 2 488.
სტატიის გამოყენების პირობები