ახალი ამბები
ხაშურის 14 სკოლის მოსწავლეთა მშობლები ითხოვენ დისტანციურ რეჟიმში სწავლის გაგრძელებას
1-ელი თებერვლიდან საჯარო სკოლებში სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში გაგრძელდება, თუმცა ხაშურის 14 სკოლის მოსწავლეთა მშობლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე დარჩენას ითხოვენ.

ხაშურის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ზვიად გოგუაძის განცხადებით, მოთხოვნას მხარს მშობლების უმრავლესობა უჭერს

,,14 საჯარო სკოლაში კი მშობლების 60-დან 100% -მდე ითხოვს დისტანციური სწავლების გაგრძელებას, რასაც ვერ შევეწინააღმდეგებოდი და ვუშუამდგომლებ რა თქმა უნდა. გადაწყვეტილებას კი მინისტრი მიიღებს.'' - აღნიშნავს გოგუაძე.

დისტანციური სწავლების რეჟიმზე დარჩენის შუამდგომლობა გაგზავნილია შემდეგ სკოლებზე:

1. ქალაქ ხაშურის N1, N4, N6, N7, N8 და კერძო- საპატრიარქოს სკოლა პანსიონი;
2. სურამის N2 და N4 სკოლები;
3. სოფლების: ალის, ნაბახტევის, ცხრამუხის, ხცისის, ოსიაურის და ქემფრის სკოლებში.

შეგახსენებთ, კორონავირუსის პანდემიის გამო, 2020 წლის 28 ნოემბრიდან საქართველოში საგანგებო მდგომარეობაა გამოცხადებული. შეზღუდვების ნაწილი 2021 წლის 1-ელი თებერვლიდან იხსნება.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები