ახალი ამბები
გორში სავაჭრო ცენტრებმა და მაღაზიებმა მუშაობა განაახლეს
1-ელი თებერვლიდან სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები გაიხსნა. საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, სავაჭრო ობიექტები იმუშავებს შაბათ -კვირის გარდა.

დღეიდან საქართველოს 5 ქალაქში: ბათუმში, ზუგდიდში, ფოთში, გორსა და თელავში მუნიციპალური ტრანსპორტის მუშაობაც განახლდა, ასევე, შაბათ-კვირის გარდა.

"იმის გათვალისწინებით, რომ როგორც უკვე აღვნიშნე, იწყებს მუშაობას მუნიციპალური ტრანსპორტი 5 ქალაქში, აღდგება სკოლების ფუნქციონირება, მაღაზიების და სავაჭრო ცენტრების ფუნქციონირება, აქედან გამომდინარე, იმისთვის, რომ დავაკომპენსიროთ გაზრდილი მობილობა, შაბათ-კვირას ყველა ამ ქალაქში არ იფუნქციონირებს მუნიციპალური ტრანსპორტი. რესტორნები, კვების ობიექტები, მაღაზიები იმუშავებენ ისევ დისტანციურ რეჟიმში. ეს არის შაბათ-კვირის შეზღუდვა", - განაცხადა მაია ცქიტიშვილმა.

საქართველოში, ახალი კორონავირუსის პანდემიის მეორე ტალღის პერიოდში, შეზღუდვები 2020 წლის 28 ნოემბრიდან მოქმედებდა.
Print

სტატიის გამოყენების პირობები