ახალი ამბები
გორის სკოლებში ტესტირების შედეგად კორონავირუსი 4 პედაგოგს დაუდასტურდა
ქალაქ გორისა და გორის მუნიციპალიტეტის სკოლების პედაგოგებს ახალ კორონავირუსთან დაკავშირებით, ტესტირება უტარდებათ. ამის შესახებ გორის მუნიციპალიტეტის საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის ხელმძღვანელმა მარი გიუნაშვილმა განაცხადა,.

მისი თქმით, პედაგოგების ტესტირება რამდენიმე დღის წინ დაიწყო. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ცენტრის წარმომადგენლები მუნიციპალიტეტის სკოლებში თავად მიდიან, ხოლო ქალაქის სკოლების პედაგოგებს ტესტირება ჯანდაცვის ცენტრის ოფისში უტარდებათ.

"რამდენიმე დღეა, რაც სხვადასხვა სამიზნე ჯგუფის ტესტირებას ვახორციელებს. რიგ შემთხვევებში, ტრანსპორტის გადაადგილების შეზღუდვის გამო, რამდენიმე ლოკაციაზე ჩვენ ჩავედით, ქალაქის მასშტაბით კი, თავად მოვიდნენ ჯანდაცვის ცენტრში. დღეის მდგომარეობით, მხოლოდ ოთხი დადასტურებული შემთხვევა გამოვლინდა პედაგოგებში, სხვა ჯგუფებში ვირუსი არ დაფიქსირებულა. ბუნებრივია, საგანმანათლებლო რესურსცენტრი საქმის კურსშია და ალბათ შესაბამის ზომებს მიიღებს. აქვე აღვნიშნავ, რომ ჯანდაცვის ცენტრი კვლავ აგრძელებს ტესტირების პორცესს", - განაცხადა მარი გიუნაშვილმა.

მარი გიუნაშვილის განცხადებას გორის მერიის ადგილობრივი საინფორმაციო საშუალება ავრცელებს.

დღეიდან, 1-ლი თებერვლიდან, მთელი ქვეყნის მასშტაბით არსებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში, თბილისის, ქუთაისისა და რუსთავის გარდა, სასწავლო პროცესი საკლასო ოთახებში განახლდა.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები