ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 583 ახალი
დადასტურებული შემთხვევა, - ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო
საბჭოსთან არსებული ოპერაციული შტაბის უფროსის მოადგილემ, ბერდია
სიჭინავამ, მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე
განაცხადა.
მან კოვიდ 19-თან დაკავშირებით, დღეის მდგომარეობით არსებულ უახლეს
სტატისტიკურ მონაცემებზე ისაუბრა.
"ინტენსიური ტესტირების ფარგლებში, ბოლო 24 საათში ქვეყნის მასშტაბით
ჩატარდა 16 605 კვლევა ტესტით, მათ შორის 9 917 კვლევა ანტიგენის
ტესტით და 6 688 PCR ტესტით.
ჩატარებული ტესტირების შედეგად, ბოლო 24 საათში გამოვლინდა ვირუსით
ინფიცირების 583 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში
კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი
დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 260 480-ს.
რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 3 თებერვლის მდგომარეობით,
დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 3.51%, ბოლო 14 დღის მანძილზე -
4.41%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.79%.
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 671 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 251 748-მდე.
სამწუხაროდ, ბოლო 24 საათში გვაქვს კორონავირუსით გარდაცვალების 19
ახალი შემთხვევა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 240
პირი ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 583 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 243 შემთხვევა, აჭარა - 34, იმერეთი - 98,
ქვემო ქართლი - 46, შიდა ქართლი - 31, გურია - 10, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 58, კახეთი - 48, მცხეთა-მთიანეთი - 2, სამცხე-ჯავახეთი -
9, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 466,
საიდანაც: 2 341 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 1 109, აჭარაში - 184, იმერეთში - 463. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 529 პირი, მათ შორის, თბილისში - 231, აჭარაში
- 45, იმერეთში - 133. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 153
პირი, მათგან თბილისში - 107, აჭარაში- 6, იმერეთში - 14. 277
ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 185 -
თბილისში, 81 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 848 პირი ვირუსის
მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.
საკარანტინო სივრცეებში მოთავსებულია 430 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 200, ხოლო აჭარაში - 126.
სულ 6 ოქტომბრიდან - 3 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინო სივრცეებში გადაყვანილია - 22 438 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 963 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 9 132 პირი, აჭარაში - 759, იმერეთში - 1 541", -
განაცხადა ბერდია სიჭინავამ.
სტატიის გამოყენების პირობები