ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 30 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 7 თებერვალი
ბოლო 24 საათში საქართველოში გამოვლინდა ვირუსით ინფიცირების 404 ახალი დადასტურებული შემთხვევა. ქვეყანაში კოვიდ-19-ის პანდემიის გავრცელებიდან დღემდე გამოვლენილი დადასტურებული შემთხვევების საერთო რაოდენობა შეადგენს 262 024-ს.

რაც შეეხება დადებითობის მაჩვენებელს, 6 თებერვლის მდგომარეობით, დადებითობის დღიური მაჩვენებელი არის 2.95%, ბოლო 14 დღის მანძილზე - 3.87%, ხოლო 7 დღის მანძილზე - 3.64%.

ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 799 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 253 614-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 283 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 404 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 188 შემთხვევა, აჭარა - 7, იმერეთი - 73, ქვემო ქართლი - 10, შიდა ქართლი - 30, გურია - 26, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 26, კახეთი - 33, მცხეთა-მთიანეთი - 1, სამცხე-ჯავახეთი - 7, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 3.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 5 101, საიდანაც: 2 230 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 1 020, აჭარაში - 179, იმერეთში - 463. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 508 პირი, მათ შორის, თბილისში - 215, აჭარაში - 44, იმერეთში - 127. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 138 პირი, მათგან თბილისში - 95, აჭარაში- 5, იმერეთში - 18. 294 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 167 - თბილისში, 116 - აჭარაში, 11 - იმერეთში. 2 577 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 450 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 216, ხოლო აჭარაში - 144.

სულ 6 ოქტომბრიდან - 6 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 22 609 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 14 099 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 8 277 პირი, აჭარაში - 788, იმერეთში - 1 545
Print

სტატიის გამოყენების პირობები