ახალი ამბები
კორონავირუსის 4 ახალი შემთხვევა დადასტურდა გორის მუნიციპალიტეტის სკოლებში
გორის მუნიციპალიტეტის 4 სკოლაში კორონავირუსი დადასტურდა. ამის გამო, კლასები დისტანციურ რეჟიმზე გადავიდა.

გორის რესურსცენტრის ხელმძღვანელის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, კორონავირუსი დაუდასტურდა პედაგოგს ქვახვრელის საჯარო სკოლაში, ხოლო, მოსწავლეებს შორის, თითო-თითო შემთხვევა გორის მე-9, მე-7, მე-3 სკოლებში.

ზოგადად, ეპიდემიოლოგიური სიტუაცია, გორის სკოლებში, 1-ელი თებერვლის შემდეგ ასეთია:

10 თებერვალს ზეღდულეთის სკოლაში კორონავირუსი დაუდასტურდა 3 პედაგოგს და 3 მოსწავლეს. 1-დან 10 თებერვლამდე პერიოდში მუნიციპალიტეტის მასშტაბით დისტანციურ რეჟიმზე 28 კლასი იყო გადასული.

კორონავირუსის დადასტურებული შემთხვევების გამო, 22 თებერვალმდე, დისტანციურ რეჟიმზე სწავლობდნენ ფლავის, კარალეთისა და ქვახვრელის სკოლების კონკრეტული კლასის მოსწავლეები.

 

Print

სტატიის გამოყენების პირობები