ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით 60 ადამიანია გარდაცვლილი
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსით 60 ადამიანია გარდაცვლილი. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

სტატიის მიხედვით, დღეისათვის, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 877 პაციენტი იმყოფება.

ბოლო 24 საათში კი, კორონავირუსის 1 ახალი შემთხვევა დადასტურდა, გამოჯანმრთელდა - 12 ადამიანი.

დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ალან გაგლოების ცნობით, პანდემიის პერიოდში, სულ 3026 შემთხვევა დადასტურდა, საიდანაც გამოჯანმრთელდა 2149 პაციენტი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები