ახალი ამბები
,,გორმედში'' კორონავირუსით ინფიცირებული 51 პაციენტი მკურნალობს
"გორმედის" კოვიდკლინიკებში, დღეის მონაცემებით, 51 პაციენტი მკურნალობს. ამის შესახებ ინფორმაციას კლინიკის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

მისი ინფორმაციით, 51 პაციენტიდან 4 ადამიანის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა. კლინიკის ხაშურისა და ქარელის ფილიალში 5 პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება.

"ამ დროისთვის, "გორმედის" ქსელის კოვიდკლინიკებში 51 პაციენტი რჩება, მათგან 20 მოთავსებულია "გორმედის" ქსელის გორის კოვიდკლინიკაში, 15 - ხაშურში, 19 კოვიდინფიცირებული პაციენტი კი - ქარელში", - ნათქვამია "გორმედის" ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 337 ახალი შემთხვევიდან 21 გამოვლენილია შიდა ქართლში.
Print

სტატიის გამოყენების პირობები