ახალი ამბები
შიდა ქართლში კორონავირუსის 41 ახალი შემთხვევა დადასტურდა - 27 თებერვალი
ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 542 პირი, ხოლო ჯამში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა - 264 589-მდე.

ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 14 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 499 პირი ემსხვერპლა.

დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 373 ახალი შემთხვევიდან: თბილისში გამოვლენილია 177 შემთხვევა, აჭარა - 19, იმერეთი - 47, ქვემო ქართლი - 6, შიდა ქართლი - 41, გურია - 19, სამეგრელო - ზემო სვანეთი - 28, კახეთი - 16, მცხეთა-მთიანეთი - 8, სამცხე-ჯავახეთი - 8, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 4.

ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 396, საიდანაც: 1 481 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის, თბილისის საავადმყოფოებში - 714, აჭარაში - 160, იმერეთში - 282. ამ ეტაპზე მძიმე პაციენტია 254 პირი, მათ შორის, თბილისში - 87, აჭარაში - 31, იმერეთში - 75. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 98 პირი, მათგან თბილისში - 66, აჭარაში- 5, იმერეთში - 11. 164 ადამიანი მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 51 - აჭარაში, 9 - იმერეთში. 751 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ ბინაზე.

საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 332 ადამიანი, მათ შორის, თბილისში - 102, ხოლო აჭარაში - 87.

სულ 6 ოქტომბრიდან - 26 თებერვლის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 209 პირი.

ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 7 304 ადამიანი, მათ შორის თბილისში - 3 613 პირი, აჭარაში - 345, იმერეთში - 638.
Print

სტატიის გამოყენების პირობები