ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 13 ახალი შემთხვევა დადასტურდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი'' ავრცელებს.

დე-ფაქტო რესპუბლიკის ჯანდაცვის სამინისტროს წარმომადგენლის, ანა გაგლოევას ინფორმაციით, 26 თებერვლის შემდეგ, 167 ტესტი გაკეთდა, საიდანაც დადებითი პასუხი 13-მა მოქალაქემ მიიღო.

,,ჯამში, კორონავირუსის შემთხვევების საერთო რაოდენობა 3046-მდე გაიზარდა, გამოჯანმრთელებულია 2160 პაციენტი. 886 პაციენტი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება", - თქვა გაგლოევამ.

ანა გაგლოევას განმარტებით, დღეში გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 5 ადამიანია. ხოლო პანდემიის დასაწყისიდან დღემდე ჩატარდა 18410 ტესტი.
Print

სტატიის გამოყენების პირობები