ახალი ამბები
დე-ფაქტო სამხრეთ ოსეთში კორონავირუსის 10 ახალი შემთხვევა დადასტურდა
სამხრეთ ოსეთში კორონავირუსული ინფექციის ახალი შემთხვევების რაოდენობა 10 – ით გაიზარდა. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო ,,რესი" ავრცელებს. ბოლო 24 საათში 88 ტესტი ჩატარდა.

ჯამში, დე-ფაქტო რესპუბლიკაში კორონავირუსი 3060 ადამიანს დაუდასტურდა, საიდანაც 2577 გამოჯანმრთელდა. ამჟამად, 483 პაციენტი მკურნალობს.

პანდემიის განმავლობაში 18 566 ტესტი ჩატარდა. ექიმები მოუწოდებენ ხალხს, ატარონ ნიღბები და დაიცვან სოციალური დისტანცია.
Print

სტატიის გამოყენების პირობები