ბოლო 24 საათში ვირუსისგან გამოჯანმრთელდა 343 პირი, ხოლო ჯამში
გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა გაიზარდა 267 764-მდე.
ბოლო 24 საათში კორონავირუსით გარდაცვალების 12 ახალი შემთხვევა
დაფიქსირდა. პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ვირუსს ჯამში 3 634 პირი
ემსხვერპლა.
დღეს ქვეყანაში გამოვლენილი ინფიცირების 332 ახალი შემთხვევიდან:
თბილისში გამოვლენილია 185 შემთხვევა, აჭარა - 20, იმერეთი - 51,
ქვემო ქართლი - 8, შიდა ქართლი - 14, გურია - 13, სამეგრელო - ზემო
სვანეთი - 18, კახეთი - 20, მცხეთა-მთიანეთი - 0, სამცხე-ჯავახეთი -
1, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო სვანეთი - 2.
ამ ეტაპზე ინფიცირების მიმდინარე აქტიური შემთხვევა არის 2 953,
საიდანაც: 1 310 ადამიანი მკურნალობს საავადმყოფოში, მათ შორის,
თბილისის საავადმყოფოებში - 656, აჭარაში - 134, იმერეთში - 258. ამ
ეტაპზე მძიმე პაციენტია 275 პირი, მათ შორის, თბილისში - 118, აჭარაში
- 20, იმერეთში - 80. ხელოვნური სუნთქვის აპარატზე იმყოფება 75 პირი,
მათგან თბილისში - 50, აჭარაში- 4, იმერეთში - 8. 130 ადამიანი
მოთავსებულია კლინიკურ-სასტუმროებში, მათ შორის 101 - თბილისში, 25 -
აჭარაში. 1 513 პირი ვირუსის მკურნალობის კურსს გადის საცხოვრებელ
ბინაზე.
საკარანტინე სივრცეებში მოთავსებულია 245 ადამიანი, მათ შორის,
თბილისში - 143, ხოლო აჭარაში - 17.
სულ 6 ოქტომბრიდან - 11 მარტის პერიოდში, სახელმწიფო საზღვრიდან
საკარანტინე სივრცეებში გადაყვანილია - 23 601 პირი.
ამ ეტაპისთვის თვითიზოლაციაში იმყოფება 5 480 ადამიანი, მათ შორის
თბილისში - 2 456 პირი, აჭარაში - 502, იმერეთში - 684.
სტატიის გამოყენების პირობები